ჩვენმა მკითხველმა უკვე ნახა ემოციური ვიდეო, რომელიც ჰოლანდიელმა მხატვარმა გადაიღო და რომელიც ერთი ადამიანის 20-წლიან ტრანსფორმაციას ასახავს.

ამჯერად კი ფოტოგრაფ ნოა კალინას ვიდეოს გიჩვენებთ, რომელის გასაკეთებლადაც ის 20 წლის განმავლობაში ყოველდღე იღებდა სელფს.

ნოამ პროექტზე მუშაობა 2000 წლის 11 იანვარს დაიწყო და საბოლოო სახე 2020 წლის 11 იანვარს მისცა.

ნახეთ ემოციური ვიდეო:

ვიდეოში თავმოყრილ თითოეულ კადრში ავტორი განსხვავებულად გამოიყურება, ვიდეოს დასასრულს კი შთამბეჭდავ ცვლილებას ვხედავთ — ახალგაზრდა ნოა უკვე ზრდასრული კაცია.

ფოტოგრაფმა ერთხელ უკვე მიიქცია ინტერნეტის ყურადღება, როცა 2006 წელს მსგავსი ვიდეო გამოაქვეყნა.