15 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი სამკითხველო სივრცე, — კინობიბლიოთეკა გაიხსნება.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, "დიდი საქმეები გრძელდება" და კინობიბლიოთეკა უნიკალურ ბეჭდურ გამოცემებსა და ელექტრონულ მასალებს იტევს.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა