იქამდე, სანამ ავსტრალიაში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ ხანძარს ებრძოდნენ, 12 იანვარს ფილიპინების კუნძულ ლუზონზე ტალის ვულკანმა გამოიღვიძა.

ასე მძლავრად ტალის ვულკანი ბოლოს გასულ საუკუნეში ამოიფრქვა და მაშინ ასობით ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.

ბოლო შემთხვევისას კი ვულკანიდან ცაში რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა მავნე ნივთიერებები — უახლოეს ქალაქებში ევაკუაცია გამოცხადდა. გადაიდო ფრენებიც.

სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ არის, რადგან გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინირების ოფისის ანგარიშის მიხედვით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჯერ კიდევ სახიფათო ზონაშია მოქცეული.

რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი მოვლენაც ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში უმალვე მოექცა და მათი ფოტოებიდან მარტივად შეგვიძლია აღვიქვათ თუ, რა მასშტაბისაა ეს ბუნებრივი კატასტროფა:

ფოტო: Warren S. Garcia

ფოტო: coffee_dante

ფოტო: derrickquibael

ფოტო: vdn_75

ფოტო: Domcar C Lagto

ფოტო: micluna

ფოტო: happyandbusytravels

ფოტო: Domcar C Lagto

ფოტო: moren.xing

ფოტო: TomEHamilton

ფოტო: reddit.com

ფოტო: Mav Gonzales

ფოტო: thestandardth.ig

ფოტო: derrickquibael

ფოტო: reddit.com