დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე 561 მილიოინი ლარის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების გაფუჭებას "ქართველი კაცის ხასიათით ხსნის". მისი თქმით, C ჰეპატიტის სამკურნალო წამლები იყო ხალხს ელოდებოდა და ხალხი არ მივიდა.

"C ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომელიც, ასე ვთქვათ, ჩუმი მკვლელია. მთელი ცხოვრება შეიძლება გქონდეს და არ შეგაწუხოს. ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცით? თუ არაფერი აწუხებს, რატომ უნდა წავიდეს და იმკურნალოს? ეტყვიან არ დალიო, არ ისქნა... ძალიან ბევრი ადამიანი, უბრალოდ, არ მიდის", — განაცხადა პაატა იმნაძემ.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გაუფუჭდა. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მედიკამენტები, რომელიც უვარგისია, 2 321‬ ადამიანის სამკურნალოდ გამოდგებოდა.