ძველით ახალი წლის აღნიშვნისას პიროტექნიკის გამოყენების გამო 9 ადამიანი დაშავდა, აქედან ხუთი შემთხვევა თბილისში მოხდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, მძიმე შემთხვევა არც ერთი არ ყოფილა და თბილისში ჰოსპიტალიზირებული ყველა პირი უკვე გაწერილია.

ბევრად დიდი იყო პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი საახალწლო დღეებში. პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით 81 ადამიანი დაშავდა. ახალი წლის ღამეს იაშვილის კლინიკაში 8 ბავშვი მიიყვანეს, მათგან ერთს, თითების ამპუტაცია დასჭირდა.