აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა კალანდობას გურიაში, გურულებთან ერთად "მივალ გურიაში მარა" იმღერა. შესაბამის ვიდეოს ფეისბუქმომხარებელი ავრცელებს.

ელიზაბეთ რუდი გურიაში საქართველოს პრეზიდენტთან და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა. სხვადასხვა ვიდეოებში ჩანს, რომ ის გურულების საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდა.

აღსანიშნია, რომ ახალი წელი ელიზაბეთ რუდმა საქართველოს მოსახლეობას გია ყანჩელის მელოდიის შესრულებით მიულოცა.

ამავე თემაზე: