ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა საქართველოს მოსახლეობას კალანდობა ანა კალანდაძის ლექსით მიულოცა. ელჩმა ლექსი ჩიჩილაკის ფოტოსთან ერთად ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ ბრიტანეთის ელჩი ქართული კულტურის შესწავლითაა დაინტერესებული. ტვიტერის ანგარიშზე ის მომხმარებლებს ქართული ზმნის შესწავლის პროცესებსაც უზიარებს და სვანეთის სილამაზით აღფრთოვანებასაც არ მალავს. დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე კი მან ილია ჭავჭავაძის სიტყვები გააჟღერა.