თბილისში, ქავთარაძის სამ ნომერში, სამშენებლო მასალის ბაზრობაზე ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ათი ჯგუფია მობილიზებული და ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ. მათი თქმით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ.