პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, შესაძლოა ეკლესიის დისკრედიტაციის უკან მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები დგანან. ამ ეჭვს, მას მართლმადიდებელ ეკლესიაზე მთავარი არხის ეთერში გაკეთებული განცხადებები უჩენს.

"ვფიქრობ, სულიერებაზე, ამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე ექსპრეზიდენტის შეტევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, მათ შორის წამყვანის დაჟინებული თხოვნა, რომ მას გამოეთქვა კრიტიკული მოსაზრებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს და აძლიერებს იმ კითხვის ნიშნებს, ეჭვებს, რომ შესაძლოა, ეკლესიის დისკრედიტაციის უკან დგას ზუსტად ეს ადამიანი და მისი თანამოაზრეები", — თქვა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მან თავის დამსახურებად კონკორდატის გაფორმება ახსენა.