Joker, Parasite — ნახეთ, ვინ ლიდერობს ოსკარების ნომინაციებით
სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 92-ე დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა.
სულ 24 ნომინაციაში გამოვლენილ წლევანდელ ფავორიტ ფილმებს, მსახიობებსა და რეჟისორებს შორის თვალშისაცემი იყო რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი, რომელთა წარდგენასაც ბევრი ელოდება, მაგრამ მათ ნომინაცია ვერ დაიმსახურეს.
მაგალითად, აკვაფინა, რომელსაც ფილმ The Farewell-ში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა, ოსკარის ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად საუკეთესო ფილმისა და ადაპტირებული სცენარის ნომინაციებში Little Women-ის წარდგენისა, მისი რეჟისორი, გრეტა გერვიგი რეჟისორის ნომინაციაში არ წარადგინეს, რის გამოც ამერიკის კინოაკადემია კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ქალი რეჟისორების არშემჩნევის გამო.
იმ კინოხელოვანებთან ერთად, რომელთა ნამუშევრებიც ნაკლებად ან საერთოდ არ შეიმჩნიეს, არიან ისეთებიც, რომლებიც წლევანდელი დაჯილდოების უპირობო ლიდერები გახდნენ ნომინაციების რაოდენობით: ტოდ ფილიპსის Joker-მა ყველაზე მეტი, 11 ნომინაცია მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომიქსის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა ამდენი ნომინაცია დაიმსახურა.
ტოდ ფილიპსის გახმაურებული ფილმის შემდეგ 10-10 ნომინაცია დაიმსახურეს კვენტინ ტარანტინოს Once Upon a Time in Hollywood-მა, მარტინ სკორსეზეს The Irishman-მა და სემ მენდესის 1917-მა. ეს უკანასკნელი ოქროს გლობუსზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა.
წლევანდელ ფინალისტებს შორის ერთ-ერთი ფავორიტი აღმოჩნდა არაამერიკული კინოს წარმომადგენელი — ბონგ ჯუნ ჰოს Parasite, რომელმაც 6 ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო ფილმის, სცენარისა და რეჟისორის კატეგორიაში და ამით პირველი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია.
უცხოენოვანი ფილმები ჰოლივუდურ კინოდაჯილდოებაზე მსგავს წარმატებას იშვიათად აღწევენ, თუმცა Parasite-ს კრიტიკოსების ნაწილი არა მარტო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებას, არამედ წლის საუკეთესო კინოსურათად დასახელებასაც უწინასწარმეტყველებენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ ოსკარის ნომინანტებს შორის პირველად მოხვდა მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი, რომელსაც მანამდე ამერიკის კინოაკადემია არ იმჩნევდა. წელს კი ერთდროულად წარადგინეს ორ ნომინაციაში: მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმ Marriage Story-ში და მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის Jojo Rabbit-ში.
ოსკარების 2020 წლის დაჯილდოების ცერემონია 10 თებერვალს გაიმართება.
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები