ყოველდღიური სამუშაოს კეთება სმარტფონიდან სულ უფრო მარტივდება. თუმცა ერთი რამ, რისი კეთებაც სმარტფონებიდან კვლავ მოუხერხებელია, დიდი მეილებისა თუ გრძელი მესიჯების წერაა.

სწორედ ამიტომ, სამსუნგმა გამოსავალი შემოგვთავაზა: გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი და ჩვენივე სმარტფონის კამერა, რომელიც ხელების მოძრაობას აღიქვამს და ჩვენს წინაშე უხილავ კლავიატურას ქმნის.

სამსუნგი ტექნოლოგიას SelfieType-ს ეძახის და ჯერჯერობით მხოლოდ მისი დემო ვერსია არსებობს, თუმცა უხილავი კლავიატურა საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება. პროექტი სამსუნგის C-Lab პროგრამის ეგიდით შეიქმნა, C-Lab წარმოადგენს ერთგვარ გაერთიანებას, რომელიც უცნაური იდეების მოფიქრებითაა დაკავებული. მათი კიდევ ერთი ქმნილება ჭკვიანი ქამარია, რომელიც ზედმეტა არასდროს მოგიჭერთ.

ასეა თუ ისე, SelfieType გავრცელებულ ვიდეოში საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, ხოლო თუ კლავიატურა მომხმარებლების ხელშიც (ან ხელითაც) ასე შეუფერხებლად იმუშავებს, ის, შესაძლოა, საკმაოდ სასარგებლო პროდუქტი გამოდგეს.

პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობ