ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ფიგურული სრიალით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

"ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუპოვა", — აცხადებენ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 59,14, თავისუფალ პროგრამაში 98,15, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 157,29 ქულა დააგროვა.