ოსკაროსანმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ კარიბის ზღვაში გემიდან გადავარდნილი კაცი გადაარჩინა. ლეო შეყვარებულთან, კამილა მორონთან და მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა და როდესაც გუნდმა გაიგო, რომ მაშველები დაკარგულს ეძებდნენ, ისინი მყისიერად ჩაერთვნენ სამაშველო ოპერაციაში.

24 წლის კაცი, რომლის იდენტიფიცირებაც არ მომხდარა, კომპანია Club Med-ის იახტიდან გადავარდა და 11 საათის განმავლობაში დაკარგული იყო. ეს დრო გაატარა მან წყალში და რამდენიმე წუთის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ერთ საათში ზღვაზე ჩამობნელდებოდა და გიგანტური შტორმიც იყო მოსალოდნელი.

სწორედ ლეოსა და მის მეგობრებს შემოესმათ კაცის ძახილი, მათ ზღვაში დაკარგული იახტაზე აიყვანეს, წყალი, საჭმელი და ტანსაცმელი მისცეს, შემდეგ კი სანაპიროზე წაიყვანეს და მაშველებთან დატოვეს.

შემთხვევა ოქროს გლობუსის წინა დღეს მოხდა. როგორც ჩანს, ზღვაში დაკარგული კაცი იმდენად იღბლიანი აღმოჩნდა, რომ ის მხოლოდ დახრჩობას კი არ გადაურჩა, სიკვდილისგან ჰოლივუდის ვარსკვლავმა იხსნა.

ლეონარდო დიკაპრიო ფილმში The Beach, 2000

ფოტო: 20th Century Fox