თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა არ შედის რუსეთის ინტერესებში, მაშინ ამას ხელი თავად კონსორციუმმა შეუწყო — წილოსანი
ქართული ოცნების წევრი და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში არ შედის, მაშინ მათ ინტერესებს ყველაზე მეტად ხელი ანაკლიის კონსორციუმმა შეუწყო. მისივე თქმით, საზოგადოება არავის აპატიებდა მთავრობისგან იმდენ ხელშეწყობას, რაც ანაკლიის კონსორციუმს ჰქონდა პროექტის შესასრულებლად.
"ჩვენ ანაკლიის პორტის თემა ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რითიც კიდევ უფრო მაღალი გარანტიის სტატუსი მივეცით. ამიტომ სხვა ინტერპრეტაცია სრულიად ალოგიკურია", — განაცხადა ნინო წილოსანმა პალიტრანიუსის ეთერში.
საქართველოს მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებისა შეწყვიტის შესახებ 9 იანვარს განაცხადა. ინფტრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტასა და პირგასამტეხლოს, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი ხელშეკრულების მიერ გაწერილ პროცედურებს მიჰყვებიან.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ პროექტზე ერთობლივი მუშაობა 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის პორტი 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა გაშლილიყო და 32 ნავმისადგომი უნდა ჰქონოდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ კონსორციუმის ვალდებულებების შესრულება არაერთხელ გადაუვადა. ისინი კონსორციუმს ვალდებულებების შეუსრულებდლობაში ადანაშაულებდნენ მაშინ, როცა კონსორციუმი, პირიქით, მთავრობას ადანაშაულებდა ხელშეშლაში.
კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.
ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია კი "რუსული პოლიტიკის თავიდან აცილებით" ხსნის მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში ანაკლიის კონსორციუმის ჩამოშორებას ეხება.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები