კვლევა: დეპრესიის მქონე ადამიანები სევდიანი მუსიკის მოსმენის შემდეგ თავს უკეთ გრძნობენ
ადამიანები, რომელთაც დეპრესია აქვთ, სევდიან მუსიკას უკეთ გასახდომად უსმენენ – ყოველ შემთხვევაში, ამ შედეგამდე მივიდა ჟურნალ Emotion-ში დაბეჭდილი მცირე კვლევა. ეს 2015 წელს ემოციის რეგულაციაზე ჩატარებული კვლევის ერთგვარი გაგრძელებაა.
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტმა 76 ქალ სტუდენტს (მათ შორის ნახევარს კლინიკური დეპრესია ჰქონდა) სთხოვა, სევდიანი ან მხიარული მუსიკისთვის მოესმინათ. მხიარულ მუსიკაში იგულისხმება, მაგალითად, ჟაკ ოფენბახის Infernal Gallop, ხოლო სევდიანში - სემუელ ბარბერის Adagio For Strings, კომპოზიცია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დაწერილ ყველაზე სევდიან მელოდიად ითვლება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებს სევდიანი მუსიკის მოსმენა ურჩევნიათ.
მოგვიანებით კი მკვლევრებმა მონაწილეებს სთხოვეს, საკუთარი შეგრძნებები აღეწერათ. დეპრესიის მქონე მონაწილეებმა თქვეს, რომ სევდიანი მელოდიის მოსმენის შემდეგ თავს უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე ექსპერიმენტის დასაწყისში. სევდიან მუსიკას მათზე დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა. ეს კი თავდაყირა აყენებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრს, რომ სევდიანი სიმღერები თავს უარესად გვაგრძნობინებს.
რა თქმა უნდა, კვლევა იდეალური არაა. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კვლევაში ჩართულნი იყვნენ მხოლოდ ქალები და მონაწილეების რაოდენობაც საკმაოდ მცირე იყო. ასე რომ, შედეგები უაპელაციოდ არ უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რატომ გრძნობენ ადამიანები თავს უკეთ სევდიანი მელოდიის მოსმენის შემდეგ და არ ვიცით ისიც, თუ როგორ შეიცვლებოდა შედეგები სიტყვებიანი მუსიკის მოსმენის შემთხვევაში.
თუმცა, კვლევა ნამდვილად საინტერესოა და ეს მიგნება, შესაძლოა, ისეთი სფეროს დასახვეწად გამოდგეს, როგორიც მუსიკალური თერაპიაა.
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
კომენტარები