თუ ძაღლი გყავთ, ალბათ, მისი გონიერებით და შესაძლებლობებით ყოველდღიურად იხიბლებით. როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ძაღლების გარეშე? ძალიან, ძალიან მოსაწყენი.

ამაში დასარწმუნებლად სრულიად საკმარისია, რომ ამ ცხოველების უანგარო სიყვარულის, მეგობრობისა და ზრუნვის უნარი გავიხსენოთ, თუმცა, გარდა ამისა, ძაღლებზე გაცილებით მეტის თქმა არის შესაძლებელი.

ეს 10 საინტერესო ფაქტი ძაღლების შესახებ აუცილებლად გაფიქრებინებთ, რომ მათთან დამეგობრება მართლაც საუკეთესო იდეა იყო:

1. უპატრონო ძაღლები ბრაზილიის ტენისის ჩემპიონატზე ბურთის მომტანად დასაქმდნენ

ფოტო: AP

გაგიკვირდებათ და მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ბევრ ადამიანზე უკეთ ართმევენ თავს.

2. ზოოპარკში მცხოვრები ავაზების დამშვიდებაზე ძაღლები ზრუნავენ

გარდა იმისა, რომ ავაზები დიდი და ყველაზე სწრაფი კატები არიან, საკმაოდ ემოციური ხასიათიც აქვთ. ზოოპარკში მცხოვრებ ავაზებს კი დამშვიდებაში ძაღლები ეხმარებიან ხოლმე.

3. ძაღლები ხვდებიან, როცა ვტირით

ფოტო: Eddie~S, discovermagazine

ვენის უნივერსიტეტის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ძაღლები ადამიანის ტირილზე მყისიერად რეაგირებენ. ისინი ანსხვავებენ ჩვენს ნეიტრალურ და შედარებით ემოციურ ხმებს.

4. ეს ძაღლი ეზოში მოსასაქმებლად გავიდა, შემთხვევით მარათონში ჩაება და მე-7 ადგილიც აიღო

ფოტო: Elkmont's Hound Dog Half

ამ ძაღლმა თავისი ეზოდან მორბენალი ადამიანების ჯგუფი დაინახა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ მარათონს შეერთებოდა. ორგანიზატორებმა მონდომება დაუფასეს, მე-7 ადგილზე გაიყვანეს და საგანგებოდ მისთვის დამზადებული მედალიც გადასცეს.

5. არსებობს კუნძული, სადაც მინიატურული პინგვინების კოლონიას ძაღლები იცავენ

ფოტო: warrnambool, oddball

ავსტრალიის ერთ პატარა კუნძულზე გადაშენების პირას მყოფი პატარა პინგვინების კოლონია ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოებაზე, არც მეტი, არ ნაკლები, ძაღლები ზრუნავენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი სულაც არ ახარებთ ამავე კუნძულზე მცხოვრებ მელიებს.

6. ნეპალსა და ინდოეთში არსებობს ყოველწლიური ფესტივალი ძაღლების მიმართ მადლიერების გამოსახატად

ფოტო: Animal People Forum,wiki

და ძაღლბს ძალიან მოსწონთ, რომ ადამიანებს მათი მოფერების დამატებითი მიზეზი აქვთ.

7. ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში შავი ლაბრადორის ფოტო მთავარ დაფაზე მოხვდა

ფოტო: dianalbloom

ძაღლი ერთგულად ზრუნავდა საკუთარ პატრონზე, რომელსაც მუდმივად სჭირდება სისხლში შაქრის შემადგენლობის კონტროლი.

8. უელსურ ფოლკლორში კორგი ფერიების ფავორიტი სატრანსპორტო საშუალება იყო

ფოტო: Michel_van_der_Vegt, wiki

დიახ, უელსური ლეგენდის თანახმად, ძაღლის ეს ჯიში კაცობრიობას ტყის ფერიებმა უსახსოვრეს.

9. მამრი ლეკვები მდედრ ლეკვებს სხვადასხვა თამაშში გამარჯვების უფლებას აძლევენ

ფოტო: Counselling, nbcnews

მკვლევარების აზრით მამრი ლეკვები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მდედრ ლეკვებს მომავალში მათთან თამაშის სურვილი კიდევ გაუჩნდეთ.

10. ძაღლებს საკუთარი სხეულის ზომასთან შედარებით ყველაზე დიდი გული აქვთ

ფოტო: Manoela Padilha, ncsu

მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა სამყაროში ყველაზე დიდი გულის პატრონი ვეშაპია, 2014 წელს გაირკვა, რომ სხეულის ზომასთან შედარებით, ყველაზე დიდი გული სწორედ ძაღლებს აქვთ.