სლოვენიელი სამართალდამცავების განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ხის ძეგლი, რომელიც მისი ცოლის, მელანია ტრამპის სამშობლოში იდგა, ხუთშაბათს დამწვარი დახვდათ.

თითქმის 8-მეტრიანი ხის ფიგურა სლოვენიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში შარშან დადგეს. მას აშშ-ს პრეზიდენტის მსგავსი ვარცხნილობა, ლურჯი კოსტიუმი და გრძელი წითელი ჰალსტუხი ჰქონდა.

სასაცილო ფიგურა თითის დაჭერის შემდეგ პირს აღებდა და წითელ ენასა და ზვიგენის მსგავს კბილებს აჩენდა.

თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ტრამპის ძეგლს თავისუფლების ქანდაკებას ამსგავსებდა აღმართული ხელისა და თავზე გამოშვერილი სხივების მსგავსი ჯოხების გამო.

ფოტო: REUTERS / Srdjan Zivulovic

სოფლის მაცხოვრებლები ძეგლის გადატანას ან ჰელოუინზე დაწვას ითხოვდნენ. სლოვენიელი სამართალდამცავები ამჯერად ცეცხლის გამჩაღებელს ეძებენ.

"როგორც ყველა პოპულისტს, ამ ძეგლსაც ორი სახე აქვს. ერთი სახე ადამიანური და კარგია, მეორე კი — ვამპირისმსგავსი", — თქვა ძეგლის ავტორმა მისი გახსნისას.

ფოტო: Darko Bandic

სლოვენიაში ივლისში მელანია ტრამპსაც გაუხსნეს ძეგლი, თუმცა ხის ფიგურას სოციალურ ქსელებში "საფრთხობელა" შეარქვეს.

ფოტო: Jure Makovec / Getty Images

ამავე თემაზე: