ჰარისა და მეგანის გადაწყვეტილება სამეფო ოჯახისთვის სამწუხარო იყო — ბოლო სიახლეები
სამეფო ოჯახი სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილებას, უარი ეთქვათ სამეფო სტატუსზე, არც ისე კარგად შეხვდა. განცხადებამ ოჯახის წევრები გულნატკენი დატოვა.
ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჰარისა და მეგანს სამეფო ოჯახის წარმომადგენლებთან კონსულტაცია არ გაუვლიათ.
"სასექსის ჰერცოგთან და ჰერცოგინიასთან განხილვები ადრეულ ფაზაშია. ჩვენ გვესმის, რომ მათ განსხვავებულად სურთ ცხოვრება, მაგრამ ასეთი რთული საკითხები დროსა და მუშაობას მოითხოვს", — ვკითხულობთ სამეფო ოჯახის განცხადებაში, რომელიც ხელმოწერის გარეშეა გამოქვეყნებული.
"ჩვენ გვინდა უარი ვთქვათ სამეფო ოჯახის "წოდებით ზემდგომ" წევრობაზე და ვიმუშაოთ, რათა დამოუკიდებლები გავხდეთ, ამავდროულად კი გავაგრძელებთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის მხარდაჭერას", — წერია მეგანისა და ჰარის გუშინდელ განცხადებაში.
მათი გადაწყვეტილების მიუხედავად, ჰარი კვლავ იქნება სამეფო გვირგვინის მისაღებად რიგში მეექვსე, პრინცი ჩარლზის, უილიამისა და მისი სამი შვილის შემდეგ.
წყვილი დიდ დროს გაატარებს ჩრდილოეთ ამერიკაშიც და მათი პირადი ცხოვრება ნაკლებად საჯარო იქნება.
ჰარი და მეგანი VS ტაბლოიდები
როგორც ტაბლოიდები წერენ, მეგანისა და ჰარის გადაწყვეტილებამ "გული დაწყვიტა" უილიამს. მათი განცხადება ქეით მიდლტონის დაბადების წინა დღეს დაემთხვა, რამაც მის ბედნიერ დღეზე ცუდად იმოქმედა. ამას გარდა, გასული წლის ოქტომბერში ჰარიმ დაადასტურა, რომ ძმასთან ძველებური ურთიერთობა აღარ ჰქონდა:
"ჩვენ ერთმანეთს ისე ხშირად აღარ ვხედავთ, როგორც აქამდე, თუმცა მე ის ძალიან მიყვარს", — დასძინა მან.
ასევე ოქტომბერში, მეგანმა და ჰარიმ ტაბლოიდებს ომი გამოუცხადეს და მეგანის პირადი წერილის გამოქვეყნების გამო Daily Mail-ს უჩივლეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ცვლილებების პარალელურად, წყვილი ტაბლოიდებთან ურთიერთობას გაწყვეტს.
მეგანი და ჰარი ურთიერთობას მხოლოდ ახალგაზრდა ჟურნალისტებთან და სანდო მედიებთან განაგრძობენ, საჯარო ინფორმაციას კი სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელებენ. ისინი ტრადიციულ სისტემას გამოეყოფიან, რომელსაც ბუკინგემის სასახლე ათწლეულების განმავლობაში იყენებდა და რომელიც ბრიტანულ გაზეთებს მათი ცხოვრებისთვის თვალის მიდევნების საშუალებას აძლევდა.
"სამწუხაროდ, ჩემი ცოლი ბრიტანული ტაბლოიდის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია. ესაა უმოწყალო კამპანია, რომელიც არ ცნობს შედეგებს და რომელიც ბოლო წლის განმავლობაში, მისი ორსულობისას გამძაფრდა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ამ ფაქტს მამაცი სახით ვეგებებით, ვერ აღვწერ, რამდენად მტკივნეული ეს ყველაფერი", — წერდა ჰარი სარჩელის შეტანის პარალელურად გამოქვეყნებულ წერილში.
ჰარიმ მეგანისადმი მედიის დამოკიდებულება პრინცესა დაიანას მიმართ თავდასხმებს შეადარა და თქვა, რომ მისი უდიდესი ისტორიული შიში მეორდებოდა:
"ერთხელ უკვე ვნახე, რა დაემართა ჩემს საყვარელ ადამიანს, რომელსაც აღარ ეპყრობოდნენ, როგორც პიროვნებას. მე დავკარგე დედა და ახლა ვუყურებ, როგორ აქცევენ ჩემს ცოლს მსხვერპლად იგივე გავლენიანი ძალები".
Crown
ნეტფლიქსის სერიალ Crown-ის პროდიუსერმა მეგანისა და ჰარის მიერ გავრცელებული წერილის შემდეგ განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის ეს დიდი ცვლილება შოუში არ მოხვდება:
"გულწრფელად რომ გითხრათ, Crown-ის დღევანდელი გადმოსახედიდან მეეჭვება, ამჟამინდელი მოვლენები სერიალში ოდესმე მოხვდეს".
სერიალი დედოფალ ელიზაბეტის ტახტზე ასვლის პერიოდიდან მოგვითხრობს მონარქის ცხოვრებაზე.
მადამ ტიუსოს მუზეუმი
ლონდონში არსებულმა მადამ ტიუსოს მუზეუმმა მეგანისა და ჰარის ცვილის ფიგურები განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სამეფო კუთხიდან აიღო. მადამ ტიუსო მეგანისა და ჰარის ფიგურებს ახალ ადგილს უპოვის.
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
კომენტარები