ოკუპირებულ სოხუმში მოქალაქეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობენ. როგორც ეხო კავკაზა წერს, ადმინისტრაციასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული და დემონსტრანტების შეკავებას ცდილობენ.

6 იანვარს ოპოზიციის წევრებმა თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ 9-ში სოხუმის ცენტრალურ მოედანზე, დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეკრებილიყვნენ. პროტესტი უკავშირდება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს, რომელიც ითხოვს, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები შედეგები გაუქმდეს.

"აფხაზეთის მოქალაქენო, დრო მოვიდა ჩვენი სამშობლო დავიცვათ. მოქმედი ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობის გამო პატრიოტების სისხლით მოპოვებული ქვეყანა ცუდად მართულ ტერიტორიად იქცა", — ნათქვამია პარტია ერთიანი აფხაზეთი განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში 9 სექტემბერს რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აფასებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.