მეგობრებთან ხშირად გვიწევს კამათი იმაზე, თუ რომელი სეზონი უკეთესია. ბუხარი, ცხელი ჩაი, თხილამურებზე სრიალი, საახალწლო განწყობა შინ თუ გარეთ ზოგჯერ საკმარისი მიზეზი არაა ზაფხულის მოყვარულებისთვის, რომ ნაკლები იწუწუნონ წელიწადის სუსხიან დროზე. მათიც გვესმის, — თხელი ტანსაცმელი, ზღვა და რუჯი ნამდვილად რთული დასათმობია.

მეორე მხრივ კი, რთული გადასაწყვეტია, რომელი უფრო მოსაბეზრებელია: კოღოების ხმა ზაფხულში, თუ გაზრდილი კომუნალური გადასახადები ზამთრის პერიოდში.

ჩვენ ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელი სეზონი სჯობს, თუმცა ამ ტესტით შეგიძლია გადაამოწმო ზამთრის ადამიანი უფრო ხარ თუ ზაფხულის.

გვირილები თუ ფიფქები?

თოვლის წამოსვლა გათბობს თუ გყინავს?

გოზინაყი თუ ნაყინი?

გრძელი ღამე თუ გრძელი დღე?

მთა თუ ზღვა?

ზაფხულის რუჯი თუ ზამთრის რუჯი?

საბაგირო თუ ეშმაკის ბორბალი?

მარხილი თუ კატერი?

საზამთრო თუ მანდარინი?

სიცივეში სითბო, თუ სიცხეში სიგრილე?