საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდა.

უწყების ცნობით, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტი ჩვეულებრივად მოძრაობს.