პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენბთან დაკავშირებით საერთაშპორისო პარტნიორებთან "სრულ სინქრონში" არიან. ამის შესახებ მან დღეს, 9 იანვარს მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხეების გაანალიზებაზე მუშაობს.

"ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. საბენდიეროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარეკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირში არიან თავიანთ პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

8 იანვარს, დილით ირანმა ერაყში არსებულ ორ ამერიკულ ბაზას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. აშშ-ის ცნობით, ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. თავდასხმა გასულ კვირას ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციას უკავშირდება.

განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული, შეიძლება აგრესიის სამიზნე გახდეს. გარდა ამისა, გუშაგთა კორპუსმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, მთავრობას რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოსთხოვონ. ირანული სახელისუფლებო მედიის თქმით, ოპერაციას "მოწამე სოლეიმანი" უწოდეს.

ტრამპმა პირველ კომენტარი აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით ყველაფერი რიგზეია. აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ერაყის ბაზაზე მყოფ სამხედრო პირებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ირანის სარაკეტო შეტევებს გარიდებოდნენ. მისი თქმით, ჯარისკაცებმა ბუნკერებისთვის თავის შეფარება დროულად შეძლეს.

აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა ერაყში 2003 წელს, სადამ ჰუსეინის ლიკვიდაციის შემდეგ განლაგდა, შემდეგ კი ერაყში და სირიაში სამხედრო ოპერაციების დროს იყო გამოყენებული. ამ ბაზაზე აშშ-სა და მისი მოკავშირეების 1 500 ჯარისკაცი იმყოფება.

აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ერაყის, ირანის, სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის თავზე სამოქალაქო ფრენები შეზღუდა.

გაიგეთ მეტი: