დეკანოზი გიორგი მამალაძე დროებით შიმშილობას წყვეტს — ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის დროებით შიმშილობას წყვეტს.
"ჩემი თხოვნის შედეგად დეკანოზმა დამიდასტურა, რომ წყვეტს შიმშილობას დროებით. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომლის დეტალებსაც ახლა არ ვიტყვი. ძალიან მაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას არ აქვს პროგრესი, უარესდება კიდეც, ეს ინფორმაცია მისი მკურნალი ექიმისგან მაქვს. ის მკურნალობა, რაც მას გაეწია, ფაქტია, ვერ აღწევს შესაბამის შედეგს. მისი მოთხოვნაა, ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა. მისი განცხადებით, სხვა დანარჩენი საკითხი ნაკლებად პრიორიტეტულია", — თქვა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთნ საუბრისას.
სახალხო დამცველის თქმით, შეხვედრის შემდეგ იმსჯელებენ რა ზომებს შეიძლება მიმართოს სახალხო დამცველმა. მისი აზრით, გიორგი მამალაძეს ნამდვილად სჭირდება სამედიცინო დახმარება, რომლის გაწევაც აქ ვერ ხერხდება. ომბუდსმენის თქმით, საუბარია სასჯელის გადავადებაზეც, ექიმი ადასტურებს ფაქტს, რომ გიორგი მამალაძე პარალიზებულია.
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა 6 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ის პრეზიდენტმა არ შეიწყალა. დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდმა თითქმის ორი წლის შემდეგ, ოქტომბერში მიმართა.
გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მის ძმას, თორნიკეს მამალაძეს სექტემბრიდან პარლამენტის წინ კარავი ჰქონდა გაშლილი.
გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
კომენტარები