რამდენად ეფექტიანი გამოდგა 4-დღიანი სამუშაო კვირა სხვადასხვა ქვეყანაში
ფინეთის ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი სანა მარინი ერთხელ უკვე განიხილავდა ქვეყანაში 4-დღიანი სამუშაო კვირის ოფიციალურად დაწესებას. ამ ერთი შეხედვით მიმზიდველ იდეას კრიტიკოსებიც მალევე გამოუჩნდნენ, რაც იმით დასრულდა, რომ ცვლილება ფინეთის მთავრობის დღის წესრიგში აღარ დგას.
დეპუტატ დენიელ ჰანანის თქმით, პრემიერს ჰგონია, რომ ეს კარგი იდეაა, სინამდვილეში კი მის აზრს არავინ იზიარებს — ნამდვილად ასეა? აი, მტკიცებულებები საპირისპიროზე მეტყველებს.
საქმე ის არის, რომ სამუშაო დღეების შემცირება ნამდვილად ზრდის დასაქმებული ადამიანების პროდუქტიულობას და მსოფლიოში ამისი არაერთი ნათელი მაგალითიც არსებობს:
გასულ აგვისტოს, როდესაც მაიკროსოფტმა იაპონიაში 4-დღიანი სამუშაო კვირა გატესტა, მათი თანამშრომლების პროდუქტიულობა, დაახლოებით, 40%-ით გაიზარდა.
მელბურნში მდებარე ორგანიზაციამ კი გამოააშკარავა, რომ ხანგრძლივი სამუშაო დღე თანამშრომლებს არაპროდუქტიული საქმეების კეთებისკენ უბიძგებს, როგორიც არის არაფრისმომცემი მეილების გაგზავნა, ხანგრძლივი შეხვედრები და ინტერნეტის სქროლვა.
გარდა ამისა, არსებობს ბევრი ბრიტანული კომპანიაც, რომელიც წარმატებით გადავიდა 4-დღიან სამუშაო კვირაზე.
TUC-ის კვლევებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 45%-ი უქმე დღის დამატების მომხრეა. მეორე კვლევის თანახმად კი, რომელიც ჰენლის ბიზნეს სკოლამ გამოაქვეყნა, გამოკითხულთა 77%-ი ფიქრობს, რომ 4-დღიანი სამუშაო კვირა მათი ცხოვრების ხარისხსს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ქალაქ გუტენბერგის მცხოვრები შვედი ექთნები კი ფიქრობენ, რომ უფრო ბედნიერები და ენერგიულები არიან.
მეტიც, სამუშაო კვირის შემცირება შესაძლოა გარემოზეც დადებითად აისახოს, რადგან მნიშვნელოვნად შემცირდება ჩვენს მიერ გამომუშავებული მავნე ნივთიერებებისა და დახარჯული რესურსების რაოდენობა.
მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მოკლე სამუშაო კვირას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მისი კომპლექსურად დანერგვა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ყველა იმ კომპანიამ, რომელმაც მსგავსი გრაფიკი მოსინჯა, ხარჯების ზრდისა და ადამიანური რესურსის ნაკლებობის გამო, უკან დაიხია.
რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ სამუშაო საათების შემცირება შეუძლებელია. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ადამიანები კვირაში 54 საათი მუშაობდნენ, ეს დრო კი ახლა კვირაში 48 საათამდეა შემცირებული.
მოკლედ, დიდი შანსია ერთ დღესაც, ფინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც კვირის რომელიმე სამუშაო დღე, მუშაობის ნაცვლად გემრიელად გამოძინებას დავუთმოთ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები