პირველი მსოფლიო ომის დროს როდესაც უამრავმა კაცმა სახლები და სამსახურები მიატოვა ფრონტის ხაზზე საბრძოლველად, სამხედრო მოქმედებებში უპრეცედენტო რაოდენობის ქალი ჩაერთო.

მათთვის ტრადიციული საბრძოლო როლები ერთი შეხედვით არ არსებობდა, თუმცა ქალებმა შეავსეს ის ცარიელი სივრცე, რომელიც კაცების ომში გამგზავრებით შეიქმნა.

საომარი მოქმედებების დროს დახმარების გასაწევად ქალები თითქმის ყველა ასპექტში მონაწილეობდნენ — მათ გაინაწილეს სასოფლო-სამეურნეო საქმეები, ჩართული იყვნენ წარმოებაში და ხელს უწყობდნენ ჯარისკაცებს, კარგად ეკვებათ და შეიარაღებულნი ყოფილიყვნენ. ამის გარდა, კურიერებისა და ოპერატორების პოზიციებზე მომუშავე ქალების როლი კი კომუნიკაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ქალები წინა ხაზებშიც იყვნენ — ისინი მუშაობდნენ სასწრაფო მანქანების მძღოლებად, ექიმებად და მედდებად, გადაარჩინეს მილიონობით დაჭრილი ჯარისკაცის სიცოცხლე და ზრუნავდნენ მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. რომ არა ქალები, იმ ეპოქაში ძალიან გაუჭირდებოდა ამერიკას და მის მოკავშირეებს გამარჯვება.

გიჩვენებთ საოცარ ქალებს, რომლებმაც იბრძოლეს და მოიგეს პირველ მსოფლიო ომში.

სამხედრო მუშაკები ქარხანაში მცირე ზომის ვაზნების წარმოებას ასრულებენ, ლონდონი, 1918 წელი

ფოტო: G P Lewis / Getty Images

მიზანში სროლის ვარჯიშები, მასაჩუსეტსი, 1916 წელი

ფოტო: Paul Thompson / Getty Images

სამხედრო მაცნე მოტოციკლეტით, 1917 წელი

ფოტო: Topical Press Agency / Getty Images

მედდები დაჭრილ ჯარისკაცს საკაცეზე აწვენენ, 1915 წელი

ფოტო: George Rinhart / Getty Images

მარცხნივ: სამხედრო მუშაკი დაჭრილი ჯარისკაცისთვის ოჯახში გასაგზავნ წერილს წერს;

მარჯვნივ: ბრიტანელი მედდები, 2016 წელი

ფოტო: Getty Images

ქალთა დამხმარე არმიის კორპუსის წევრები გვირგვინებით, რომლებიც საფრანგეთში, აბევილში დაკრძალული ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავებზე მიაქვთ. 1918 წელი

ფოტო: Getty Images

მარცხნივ: პილოტი მარჯორი სტინსონი თავისი თვითმფრინავის გვერდით, 1917 წელს

მარჯვნივ: მაბელ კლერ სტობარტი საბრძოლო ველზე, 1913 წელს. მას დაჭრილი ჯარისკაცები საავადმყოფოში გადაჰყავდა

ფოტო: Getty Images

მეტყევე ქალები ლანჩის დროს, 1918 წელი

ფოტო: R. Humphrey / Getty Images

სამხედრო ქალები ნახშირის ღუმლებს ამუშავებენ, 1915 წელი

ფოტო: Getty Images

სამხედრო შეიარაღების ქარხანაში ქალი მანქანას ამუშავებს, 1915 წელი

ფოტო: Getty Images

სამხედრო მუშაკი ქარხანაში გაზისგან დამცავ ნიღაბბებს აკეთებს, ლონდონი, 1918 წელი

ფოტო: Getty Images

სამხედრო მუშაკები

ფოტო: Getty Images

სამხედრო მუშაკები ქარხანაში დამზადებულ ჭურვებთან, ინგლისი, 1917 წელი

ფოტო: Getty Images

სამხედრო მუშაკი ლონდონში წყალქვეშა ნავის ლულას წმენდს, 1918 წელი

ფოტო: Getty Images

ქალები სამხედრო ფორმებში, ნიუ-იორკში, 1918 წელი

ფოტო: Paul Thompson / Getty Images