ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის მუქარას ისრაელის დაბომბვის შესახებ პასუხობს და ამბობს, რომ ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაესხას ისრაელს, უძლიერეს დარტყმას მიიღებს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ასევე, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამს და მისი საქციელი ირანთან მიმართებაში "მამაცურად" შეაფასა.

"ამერიკას არ ჰყავს უკეთესი მეგობარი, ვიდრე ისრაელი და ისრაელს არ ჰყავს უფრო კარგი მეგობარი, ვიდრე ამერიკა", — განაცხადა ნეთანიაჰუმ.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ ერაყში მისი ბაზების დაბომბვის გამო ირანს პასუხს გასცემს, ირანი თავდასხმების მესამე ტალღაში ისრაელსა და გაერთიანებულ ემირატებზე თავდასხმით იმუქრება.