8 იანვარს, გამთენიისას წყალტუბოში, ერთ-ერთ ყოფილ სანატორიუმში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა. ყოფილ სანატორიუმში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები ცხოვრობენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.