აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ერაყის ბაზაზე მყოფ სამხედრო პირებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ირანის სარაკეტო შეტევებს გარიდებოდნენ. მისი თქმით, ჯარისკაცებმა ბუნკერებისთვის თავის შეფარება დროულად შეძლეს.

ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაღუპულები არ არიან.

"თავდაპირველად გვითხრეს, რომ დაშავებულები იყვნენ, თუმცა არ ვიცოდით, რამდენი დაიჭრა ან დაიღუპა ერაყის მხრიდან, თუმცა ახლა ორი სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ დაშავებულები არ არიან", — განაცხადა CNN-ის კორესპონდენტმა ბაღდადიდან.

ირანმა ერაყში მინიმუმ ორ ამერიკულ ბაზას ბალისტიკური რაკეტები ესროლა. აშშ-ის ცნობით, ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. თავდასხმა გასულ კვირას ირანელი გენერლის, სოლეიმანის ლიკვიდაციას უკავშირდება. ირანული სახელისუფლებო მედიის თქმით, ოპერაციას "მოწამე სოლეიმანი" უწოდეს.

აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენელმა თქვა, რომ სამხედრო პირები წინასწარ გააფრთხილეს და ბაზებზე მყოფმა ჯარისკაცებმა ბუნკერებისთვის თავის შეფარება დროულად შეძლეს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა და განცხადებას ხვალ გააკეთებს.

გაიგეთ მეტი: