ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანში უკრაინული ბოინგ-737, რომელშიც 176 ადამიანი იმყოფებოდა ჩამოვარდა.

თეირანში, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ირანის იმამ ხამეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი უკრაინის დედაქალაქ კიევში მიფრინავდა.

"თვითმფრინავი მთლიანად ცეცხლშია, მაგრამ ჩვენ გამოგვიგზავნეს დამატებით ეკიპაჟები და იმედია, შევძლებთ გადავარჩინოთ რამდენიმე მგზავრი", — თქვა ირანის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა, პირჰოსეინ კულივანდმა.

BBC წერს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა მომხდარი აშშ-ს და ირანის დაპირისპირებას.

გაიგეთ მეტი: