ნეტფლიქსის 2019 წლის სერიალი Sex Education, რომელიც მოზარდების მრავალი პრობლემით სავსე ცხოვრების შესახებ კომიკური ელფერით მოგვითხრობს, ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სატელევიზიო შოუდ იქცა. ამას ცხადყოფს თუნდაც ის, რომ Sex Education ნეტფლიქსის გასული წლის ყველაზე პოპულარული სერიალების ათეულში მოხვდა.

მაყურებლები უკვე ერთი წელია ელოდებიან შემდეგი სეზონის გამოსვლას და აი, პრემიერამდე 10 დღით ადრე, როგორც იქნა, მეორე სეზონის ტრეილერის ხილვა შეგვიძლია:

როგორც ჩანს, სერიალის გაგრძელება იმაზე დაძაბული, მოულოდნელობებით სავსე და მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე ერთგულ მაყურებლებს წარმოედგინათ.

სიუჟეტის ძირითადი ხაზი კვლავ მთავარი გმირის, ოტისის ირგვლივ განვითარდება, რომელიც სიყვარულის ძიებისას კარგად ნაცნობ პერსონაჟებთან, ოლასთან და მეივისთან დაბრკოლებებს გადააწყდება. ოტისს განსაკუთრებით დაეძაბება ურთიერთობა დედასთანაც, რომელიც იმ გოგოს მამას შეიყვარებს, ვისაც თავად ოტისი ხვდება.

ისღა დაგვრჩენია, სერიალის გამოსვლამდე უკანასკნელი დღეები მივითვალოთ — მეორე სეზონის პრემიერა ნეტფლიქსზე 17 იანვარს შედგება.