ელიასი პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომელიც 2019 წლის ბოლო დღეების გასატარებლად კატარს ეწვია — ფოტოგრაფმა მოგზაურობის პარალელურად შთამბეჭდავი მომენტის კადრზე აღბეჭდვაც მოახერხა.

საქმე ის არის, რომ მზის ამოსვლისას, მისი სხივები დაბნელდა და ჰორიზონტზე, არც მეტი, არც ნაკლები, ეშმაკის ხასხასა წითელი რქები გამოისახა.

"ვნერვიულობდი, რომ ჰორიზონტზე არაფერი გამოჩნდებოდა. თუმცა, მალევე შევამჩნიე ორი დამოუკიდებელი წითელი გამოსახულება, რომელთაგან ერთი შედარებით პატარა, მეორე კი დიდი იყო. ამ ფენომენს ეშმაკისეული მზის ამოსვლა ჰქვია", — ამბობს ფოტოგრაფი.

ელიასი იმასაც განმარტავს, რომ ასტრონომია პატარაობიდანვე იტაცებდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში კი მოყვარული ფოტოგრაფი იყო.

"ეშმაკის რქები", რომელიც სრულიად რეალურია და ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კატარში, 2019 წლის 26 დეკემბერს გადაიღო.