ირანის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც აშშ-ს შეიარაღებული ძალები და პენტაგონი "ტერორისტებად" გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ირანელმა დეპუტატებმა კანონპროექტი ერთსულოვნად მიიღეს ისინი სკანდირებდნენ "სიკვდილი ამერიკას". ინფორმაციას ამის შესახებ ირანული გამოცემა IRNA ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, "ტერორისტთა" სიაში შედის პენტაგონის ყველა წევრი და მასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია და სამსახური.

გარდა ამისა, ირანის უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო აშშ-სთვის საპასუხო ქმედებების 13 ვარიანტი შეიმუშავა. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი შახმანის თქმით, ამ ვარიანტებიდან ყველაზე მსუბუქიც კი აშშ-სთვის ისტორიულ კოშმარად იქცევა.

ბაღდადის აეროპორტში აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შედეგად ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლას ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება მოჰყვა. სოლეიმანი ირანში მეორე ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნეოდა. შეერთებული შტატების ხელისუფლება კი მას ტერორისტად და ამერიკელი სამხედროების საფრთხედ განიხილავდა. სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანმა ბირთვული შეთანხმება დატოვა.