24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 იანვარს მიიღო. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული სპეცრაზმელი მხოლოდ ცემის ფაქტს აღიარებს.

რაც შეეხება, საქმეში მონაწილე კიდევ ერთი სპეცრაზმელს, რომელსაც ბრალი წარდგენილი არ აქვს, ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალი არ წაუყენეს, რადგან ის "გაშველებით ოპერაციაში მონაწილეობდა".

2 იანვარს 24 წლის კაცი ვარკეთილის სასაფლაოზე მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე ერთი სპეცრაზმელია ბრალდებული.

როგორც მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა მამაკაცს სცემეს, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, წამების შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში ღია ცის ქვეშ დატოვეს. მომაკვდავი ახალგაზრდა ოჯახმა მომხდარიდან მეორე დღეს იპოვა.