მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს, რომ მამალაძეს ციხეში ყოფნა უხანგრძლივდება — მეუფე დიმიტრი
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი, ამბობს, რომ მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში. მისი თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ დეკანოზი სინოდის შუამდგომლობის შემდეგ გათავისუფლდებოდა.
"მე დეკანოზმა მამალაძემ მომწერა ის გახმაურებული წერილი, რომლის შინაარსსაც რატომღაც ყოფილი ჭყონდიდელიც არ ახმოვანებდა. თუ არ დამიხსნით ციხიდან მე ამას ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს დავურიგებო, ამას წერდა მამალაძე, აწერდა ხელს და ეს არის არის შანტაჟი. იმაში, რომ დღეს მამალაძეს უხანგრძლივდება კიდევ ციხეში ყოფნა ეს ფაქტია, რომ ჭყონდიდელ ყოფილს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს ამაში", — თქვა მთავარ არხთან საუბრისას მეუფე დიმიტრიმ.
მთავარ არხთან მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ ის რომ პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის ამ თემაზე წინასწარ იყო განხილვა ტყუილი.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ მხოლოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა და მათ შორის ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. ზურაბიშვილმა მამალაძის არშეწყალების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი "ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს". გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას".
დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდმა თითქმის ორი წლის შემდეგ, ოქტომბერში მიმართა.
გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მის ძმას, თორნიკეს მამალაძეს სექტემბრიდან პარლამენტის წინ კარავი ჰქონდა გაშლილი.
გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.
ამავე თემაზე:
- როგორ დაასაბუთა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის არშეწყალება
- პატრიარქს ღვთის შიში აქვს დაკარგული, მხოლოდ მისი მდგომარეობის დაკარგვის ეშინია — მეუფე პეტრე ცაავა
- ომბუდსმენი დეკანოზის შეწყალებაზე პრეზიდენტის უარის გამო წუხილს გამოთქვამს
- პრეზიდენტის დასაბუთება აცდენილია შეწყალების კონცეფციას — EMC გიორგი მამალაძის არშეწყალებაზე
- დეკანოზის გათავისუფლება სასურველი იქნებოდა, ეკლესიის წინააღმდეგ პერფორმანსი დასრულდებოდა — ჯაღმაიძე
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები