ოქროს გლობუსზე Fleabag-ის წარმატების შემდეგ, ბრიტანელმა სცენარისტმა ფიბი უოლერ-ბრიჯმა მთავარი სცენიდან კულისებში გადაინაცვლა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

კითხვაზე, თუ რას ურჩევდა ახალგაზრდა მწერლებს, როგორც წარმატებული სცენარისტი, ფიბიმ უპასუხა:

"წერეთ, წერეთ და წერეთ. ეცადეთ მაქსიმალურად ფოკუსირდეთ აწმყოზე, ან იპოვეთ მეგობარი, რომელიც გეყვარებათ და რომელზეც იზრუნებთ და ეცადეთ მის გამხიარულებას ან ატირებას. წერეთ უშიშრად. ყოველ ჯერზე, როდესაც კომპიუტერის წინ ვჯდები, ჩემს თავს ამას ვახსენებ".

ოქროს გლობუსის 2020 წლის დაჯილდოებაზე Fleabag საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა, ფიბი უოლერ-ბრიჯი კი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში.