ჰილდურ გუდნადოტირი ოქროს გლობუსზე საუკეთესო ორიგინალი მუსიკის შექმნისთვის დააჯილდოვეს, ფილმისთვის Joker. ისლანდიელი მუსიკოსი პირველი ქალია, რომელმაც სოლო ავტორობით მოიპოვა ეს ჯილდო.

ნომინაციაში 37 წლის კომპოზიტორი ისეთ კონკურენტებს შორის აირჩიეს, როგორებიც არიან რენდი ნიუმენი (Marriage Story), ალექსანდრ დეპლა (Little Women), ტომას ნიუმენი (1917) და დენიელ პემბერტონი (Motherless Brooklyn).

"მადლობა ტოდ (ფილიპს) რომ დაუვიწყარ, ცხოვრებისეულ მოგზაურობაში მიმიწვიე. მადლობა ნდობისთვის, გულწრფელობისთვის და რწმენისთვის. მადლობას ვუხდი ხოაკინ ფენიქსს, რომელმაც თავისი ბრწყინვალე შესრულებით ჩემი საქმე გაამარტივა", — თქვა გუდნადოტირმა ჯილდოს მიღებისას.

ამ ნომინაციაში 2000 წელს ლიზა ჯერარდმაც გაიმარჯვა, გლადიატორისთვის შექმნილი კომპოზიციისთვის, თუმცა მან ჯილდო თანაავტორ ჰანს ციმერთან გაიყო.

ჰილდურ გუდნადოტირი ასევე 2019 წელს გამოსული HBO-ს სერიალის, ჩერნობილის კომპოზიტორიცაა.