საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ამბობს, რომ გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების შეფერხების პრობლემას 1 საათში მოაგვარებდა.

"5 დღეა არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში, ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს 1 საათში", — აცხადებს სააკაშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, მას ჰქონდა გათვლები, რომლის მიხედვითაც, 2019 წლისათვის, 2012 წელთან შედარებით, 8 ჯერ უნდა გაზრდილიყო სათხილამურო კურორტებზე ჩამოსულთა რაოდენობა.

"ივანიშვილს უნდა ფასი დაუგდოს ამ კურორტებს და მერე ყველა ჩაიგდოს ჯიბეში", — განაცხადა სააკაშვილმა.

რამდენიმე დღეა ახალ გუდაურსა და ბაკურიანს წყალმომარაგების პრობლემა აქვთ.