ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია ამბობს, რომ ბაკურიანში წყლის პრობლემა არა მისი, არამედ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმეა. ის On.ge-სთან არ საუბრობს, მისი განცხადება იმოქმედებს თუ არა ტურისტული ნაკადის შემცირებაზე.

"[ჩემი ნათქვამის] შინაარსი ათასგვარად შეიძლება გაიგოს ადამიანმა. როგორც ვთქვი, პრობლემა იყო მაგის გამო გამოწვეული... მოისმენს [ჩემს განცხადებას] ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ეს მისი საქმეა", — თქვა ლიპარტიამ.

მან რამდენიმე საათის წინ TV პირველთან საუბრისას ბაკურიანში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა გაზრდილი ტურისტული ნაკადით ახსნა.

რამდენიმე დღეა, ტურისტული სეზონის პიკში, ბაკურიანში წყლის დეფიციტია და სასტუმროების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ნაწილს კი წყალს სახანძრო მანქანები აწვდის. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა. მეტწილად, სწორედ მასზეა დამოკიდებული ეროვნული ვალუტის სიმყარე და ქვეყნის განვითარება.