ამერიკელი ფეხბურთელი ჯოშუა ფილიპსი ნავით სეირნობდა, როდესაც მის წინ უჩვეულო სანახაობა გამოჩნდა.

კაცმა ნახევრად ჩაძირული ნავი დაინახა, რომელზეც გიგანტური ზღვის ლომები არხეინად იყვნენ წამოკოტრიალებულები და კმაყოფილი სახეებით ისვენებდნენ.

ფოტო: fishingjosh

როგორც ჩანს, "ძალიან ზრდილობიანმა" ცხოველებმა ვიღაცის ნავი "ითხოვეს" და დამღლელი ცურვა-თამაშის შემდეგ, დასვენება და დახარჯული ენერგიის აღდგენა გადაწყვიტეს.

ფეხბურთელმა სასწრაფოდ გადაიღო ძალიან სახალისო ვიდეო, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ნავი ცოტათი ჩაძირული ჩანდა, როდესაც მას მივუახლოვდით კი დავინახე, რომ მასზე გიგანტური ზღვის ლომები იწვნენ და ნებივრობდნენ", — ამბობს ჯოშუა.