ცნობილი ტელეწამყვანისა და ბუნებადამცველის, სტივ ირვინის საქმეს მისი ოჯახის წევრები აგრძელებენ.

ბინდი ირვინმა, სტივის შვილმა ოჯახის წევრებთან ერთად 90 ათასი ცხოველი გადაარჩინა, რომელთაგანაც დიდი ნაწილი ავსტრალიის ხანძრებისას დაშავდა.

ოლი, დაობლებული იხვნისკარტა, ველური ბუნების საავადმყოფოში რიგით 90 000-ე პაციენტი იყო.

"ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრების გამო გული მტკივა. ამ ხალხმა და ბუნებამ უამრავი რამ დაკარგა", - განაცხადა ბინდიმ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ავსტრალიის ზოოპარკი, რომელსაც ირვინების ოჯახი ფლობს და მართავს, საბედნიეროდ, ხანძრის კერებისგან შორსაა.

"ზოოპარკთან არსებული საავადმყოფო ასეთი დაკავებული არასდროს ყოფილა", - განაცხადა 21 წლის გარემოსდამცველმა.

სტივ ირვინი, ტელეწამყვანი, რომელსაც "ნიანგებზე მონადირე" შეარქვეს, 2006 წელს ყვინთვისას სკაროსის კბენის შედეგად დაშავდა და გარდაიცვალა.

ხანძრების შედეგად მინიმუმ 24 ადამიანი გარდაიცვალა და 1 300 სახლი დაიწვა. ავსტრალიის ხანძრებმა სამხრეთ უელსის რეგიონში მცხოვრები კოალების მესამედი გაანადგურა.

ავსტრალიელი მეხანძრეები შეუსვენებლად მუშაობენ.

ამავე თემაზე: