მომღერალი დათო გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ დათო გომართელს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, კარგად ფლობს იტალიურ ენას და კარგად ერკვევა კულტურაში. მისი მთავარი საქმიანობის სფერო კი ქართული კულტურის პოპულარიზაცია იქნება იტალიაში.

"დავით გომართელს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება. ის 2005-2006 წლებში სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის პერიოდში მუშაობდა უწყებაში. ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, რომ კულტურის მოღვაწეებს დიპლომატია იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში, პოზიტიური იმიჯის შესაქმენლად და ქვეყნის პოპულარიზაცის გასაზრდელად", — ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.