ეკვილიბრიუმი ახალ პარტნიორთან, ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ეკომიგრანტების სოფელს, ლემშვანიერას ეწვია და სკოლაში ახალი ბიბლიოთეკა გახსნა. ბიბლიოთეკა ორასამდე უახლესი წიგნით შეივსო.

ეს ეკვილიბრიუმისთვის 2020 წლის პირველი დანიშნულების ადგილია. მოძრაობა წელს კიდევ 150 სოფელში გეგმავს წიგნების ჩატანას.

ეკვილიბრიუმის მხარდამჭერია გალფი.