თბილისში 8 წლის ბავშვი მწვავე ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. ექიმები მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა პედიატრიულ პრივატ კლინიკაში მიყვანის შემდეგ სწრაფად გაუარესდა.

"სამდღიანი ანამნეზით შემოვიდა, ბავშვს დაავადება დაეწყო ცხელებით, ყელის ტკივილით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკა. ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. პაციენტი დაგაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მდომარეობა სწრაფ გაუარესდა და პოლიორგანული უკმარისობის ფონზე ბავშვი გარდაიცვალა", — თქვა ექიმმა მედიასთან საუბრისას.

ექიმის თქმით, ბავშვი კლინიკაში სამდღიანი ავადობით შეიყვანეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ტიპის ვირუსმა გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება.