31 დეკემბრიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით ინტოქსიკაციის გამო სასწრაფოში 1254 გამოძახება შევიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძახებებიდან 387 კვებით ინტოქსიკაციას ეხებოდა, 844 — ალკოჰოლურს, ხოლო 23 — კვებითსა და ალკოჰოლურს ერთად.

გარდა ამისა, 2 იანვრის მონაცემებით, საახალწლო დღეებში პიროტექნიკით თბილისსა და რეგიონებში 81 ადამიანი დაშავდა. ახალი წლის ღამეს იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ბავშვი მიიყვანეს, მათგან ერთს, თითების ამპუტაცია დასჭირდა.