უკრაინის ავტოკეფალიაზე საპატრიარქომ კრემლიდან მიიღო გამაფრთხილებელი გზავნილი — პეტრე ცაავა
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ჰყვება, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კრემლიდან მიიღო გამაფრთხილებელი გზავნილი საქართველოს საპატრიარქომ. ამაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. პეტრე საპატრიარქოს ქცევას "დიდ სირცხვილს" უწოდებს, რომ ქართული ეკლესია საბჭოთა მემკვიდრეობისაგან ვერ გათავისუფლდა:
"როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, კრემლიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ყოფილა გზავნილი გამაფრთხილებელი საპატრიარქოში, რომ ამ საკითხთან [უკრაინის ავტოკეფალიასთან] მიმართებით გამოიჩინა დიდი სიფრთხილე... რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო მსჯელობა სინოდის ბოლო სხდომაზე. ეს აბსოლუტურად მომწიფებულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის უპრინციპობა, რასაც ამჟღავნებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ საკითხზე".
უკრაინის ეკლესია საქართველოს მხარდაჭერის მოლოდინში
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე. პასუხად რუსეთის საპატრიარქომ განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს.
კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ჯერ კიდევ სექტემბერში, ავტოკეფალიის მინიჭებაზე შეთანხმების მიღწევამდე განაცხადა, რომ საქართველოს მხარდაჭერას ელოდება. "საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — აღნიშნა მან.
თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა. მაშინ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებდნენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორი იქნებოდა.
ავტოკეფალიის საკითხზე იშვიათად საუბრობდა თავად პატრიარქი ილია მეორეც. ერთ-ერთი ქადაგებისას მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავდნენ საერთო ენას და "მწუხარება სიხარულად გარდაიქცეოდა".
მას შემდეგ რაც უკრაინის ავტოკეფალია ოფიციალურად გამოფრმდა, ახალქალაქისა და კუმორდის მიტროპოლიტმა აღიარების პროცესის გაწელვის მიზეზად ის დაასახელა, რომ ტომოსი არ წაუკითხავთ.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში ელოდებოდა. საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ილარიონის განცხადება ორაზროვანია და მუქარის შინაარსი აქვს. მათი თქმით, ცდილობნენ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით არ მიეღოთ.
20 თებერვალს ილია მეორე უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. როგორც საპატრიარქო განაცხადეს, ეს არაფორმალური შეხვედრა იყო და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გააცნეს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები