როგორც იქნა, გასული ათწლეულების ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ჟანრის ფილმის, A Quiet Place-ის მეორე ნაწილის სრული ტრეილერი გამოვიდა.

2018 წლის ეს ფილმი, რომელიც პოსტაპოკალიპტურ სამყაროში ერთი ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს, საოცრად წარმატებული პროექტი გამოდგა და რეჟისორმა ჯონ კრასინკიმ სიქველის გადაღებაც მალევე გადაწყვიტა.

ახალი ფილმის ტრეილერი გვპირდება, რომ მომავალი ფილმი პირველი ნაწილზე გაცილებით დაძაბული და შთამბეჭდავი იქნება:

როგორც ჩანს, A Quiet Place-ის მეორე ნაწილში გავიგებთ, თუ საიდან დაიწყო ყველაფერი: რატომ ან როგორ გამოჩდნენ ის ამოუცნობი ურჩხულები, რომლებმაც არა მხოლოდ მთავარი გმირების, არამედ, მთელი პლანეტის ცხოვრება შეცვალეს.

წინარე ისტორიასთან ერთად, მთავარი გმირის, ეველინის, რომლის როლსაც ემილი ბრანტი ასრულებს, წარმოუდგენლად საშიში ისტორიის გაგრძელებასაც ვიხილავთ, რომელშიც ის საზარელ ურჩხულებს პირისპირაც კი გადაეყრება.

აღსანიშნავია, რომ ფილმში ვიხილავთ ახალ გმირს, რომლის როლსაც სერიალ Peaky Blinders-ის მსახიობი, კილიან მერფი ასრულებს.

ფოტო: Paramount

ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2020 წლის 20 მარტს შედგება.