ხონში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა 2 იანვარს, საღამოს 10 საათისთვის მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. გარდაცვლილები 30 წლამდე ასაკის არიან. შემთხვევის დროს დაშავდა ერთი პირი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.