პირველი იანვრიდან სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიხედვით, რეგულაცია ეხებათ ისეთ სტადიონებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ.

ამავე კანონით, სტადიონების ადმინისტრაცია ვალდებულია სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განათავსოს. ასევე, შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

კანონის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით — 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა 2000 ლარს იქნება.