დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები 30-წლამდე ასაკის კაცები არიან.

უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.