ავლაბარში გზის სავალი ნაწილიდან გადასული ყვითელი ავტობუსი ხეს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავებულია.

უწყების ცნობით, საქმეზე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.